დიდიე დეშამის ხელმძღვანელობით საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა 42-ე გამარჯვება მოიპოვა და ამ მაჩვენებლით 48 წლის სპეციალისტმა მიშელ იდალგოსა და რაიმონ დომენეკის მიღწევა ერთი მოგებით გააუმჯობესა. აღნიშნულ ინფორმაციას Goal-ი ავრცელებს. "მამლებმა" მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბულგარეთი 1:0 დაამარცხეს.
დიდიემ საფრანგეთის ნაკრები 2012 წელს ჩაიბარა და მას შემდეგ მისმა გუნდმა 68 მატჩი ჩაატარა, აქედან 42 მოიგო, 12 ფრედ ითამაშა და 14 შეხვედრაში დამარცხდა. დეშამის გუნდი 2014 წლის მუნდიალის მეოთხედფინალში გავიდა, ხოლო ორ წელიწადში საფრანგეთში გამართულ ევროპირველობაზე ფინალში დამარცხდა.