ბელგიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გაიფორმა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბოსნიის ნაკრები ჯგუფში მაინც ჩატოვა.
რობერტო მარტინესის გუნდმა სარაევოში, წვიმიან ამინდში, გოლების წვიმაში დაამარცხა მასპინძელი ნაკრები. არადა, ბოსნია პირველი ტაიმის მერე იგებდა, მაგრამ მეორე ნახევარში “წითელმა ეშმაკებმა” ვიზავი აშკარად დაჯაბნეს. მართალია, ბოსნიას თეორიულად მეორე ადგილზე გასვლის შანსი აქვს, მაგრამ რომც გავიდეს, საუკეთეს რვა მეორეადგილოსანს შორის მოსახვედრად ქულების რაოდენობა მაინც აღარ ეყოფა.
ესოდენ მნიშვნელოვან მეორე პოზიციაზე კი საბერძნეთის ნაკრები გადავიდა. ევროპის 2004 წლის ჩემპიონმა მეზობლად, კვიპროსს აჯობა და ბოსნია ორი ქულით უკან მოიტოვა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ელადები ბოლო ტურში გიბრალტარს ხვდებიან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პლეი-ოფში იმყოფებიან. ისაა საკითხავი, რამდენად ეყოფა საბერძნეთს ქულათა რაოდენობა საუკეთესო რვა გუნდში მოსახვედრად...
ბოსნია – ბელგია 3:4 (2:1) VIDEO
გოლები: 0:1 მუნიე (4), 1:1 მედუნიანი (30), 2:1 ვისჩა (39), 2:2 ბატჩუაი (59), 2:3 ვერტონგენი (68), 3:3 დუმიჩი (82), 3:4 ფერეირა-კარასკო (84)
გიბრალტარი – ესტონეთი 0:6 (0:3)
გოლები: 0:1 ლუტსი (10), 0:2 კაეიტი (30), 0:3 ზენიოვი (38), 0:4 ტამი (52), 0:5 ტამი (65), 0:6 ტამი (77)
კვიპროსი – საბერძნეთი 1:2 (1:2)
გოლები: 1:0 სოტირიუ (18), 1:1 მიტროღლუ (24), 1:2 ციოლისი (26)
1. | ბელგია | 9 | 8 | 1 | 0 | 39:6 | 25 | |
2. | საბერძნეთი | 9 | 4 | 4 | 1 | 13:6 | 16 | |
3. | ბოსნია | 9 | 4 | 2 | 3 | 22:12 | 14 | |
4. | ესტონეთი | 9 | 3 | 2 | 4 | 12:17 | 11 | |
5. | კვიპროსი | 9 | 3 | 1 | 5 | 9:14 | 10 | |
6. | გიბრალტარი | 9 | 0 | 0 | 9 | 3:43 | 0 |
მომდევნო ტური – 10 ოქტომბერი
ბელგია – კვიპროსი
ესტონეთი – ბოსნია
საბერძნეთი - გიბრალტარი