ფეხბურთი

10:30 | 8.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი 2018, A ჯგუფი: ჰოლანდია თითქმის თამაშგარეშია (+VIDEO)

ჰოლანდიური ფეხბურთი წლებია კრიზისში რომ იმყოფება, ცნობილია. ამაზე ჰოლანდიის ნაკრების შედეგებიც მოწმობს. “ნარინჯისფერების” გარეშე ჩაიარა ევრო 2016-მა და ასე ჩაივლის მუნდიალიც.

ჰოლანდიის ნაკრებს პლეი-ოფში მოხვედრის თეორიული შანსი აქვს დარჩენილი, მაგრამ იმდენად თეორიული, რომ საუბარიც არ ღირს. დიკ ადვოკაატის გუნდმა ბორისოვში, ბელარუსი 3:1 დაამარცხა და ბოლო ტურში თუ შვედეთს მოუგებს, გაუთანაბრდება კიდეც სკანდინავიელებს, მაგრამ...

ჰოლანდია შვედეთს მხოლოდ იმ შემთხვევაში აჯობებს, თუ მეტოქეს მინიმუმ 7 გოლის სხვაობით დაამარცხებს. ამ დროისთვის, ჰოლანდიელთა ბალანსი +7 გახლავთ, ხოლო შვედების +19. მოკლედ, ალბათ ყველა ხვდება, რომ ჰოლანდიის ნაკრების შანსი თითქმის ნულის ტოლია. თუმცა დაველოდოთ, სასწაულები ხდება. ფაქტია, ძალიან ახლოსაა ჰოლანდია, რომელმაც ბოლოს დიდ ფორუმზე 2014 წელს იასპარეზა (მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო იქამდე 2010 წელს, ფინალში გავიდა), 2002 წლის შემდეგ პირველად დარჩება მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა.

შვედეთმა ლუქსემბურგის ნაკრები 8:0 გააცამტვერა და დიდწილად, ამის ხარჯზე შეიქმნა კომფორტული უპირატესობა ჰოლანდიასთან. ამ ჯგუფიდან ჯერ პირველი ადგილოსნის ბედიც არ გარკვეულა ოფიციალურად, მაგრამ საფრანგეთი ბოლო ტურში ბელარუსს დაუხვდება და 3 ქულის მოპოვების შემთხვევაში მუნდიალის საგზურსაც გაიფორმებს. იქამდე, დიდიე დეშამის გუნდმა სოფიაში ბულგარეთი მეტად უფერულ შეხვედრაში დაამარცხა – 1:0

შვედეთი – ლუქსემბურგი 8:0 (3:0)

გოლები: 1:0 გრანკვისტი (10, პენ), 2:0 ბერგი (18), 3:0 ბერგი (37), 4:0 ბერგი (54), 5:0 ლუსტიგი (60), 6:0 გრანკვისტი (67, პენ), 7:0 ბერგი (71), 8:0 ტოივონენი (76)

ბელარუსი – ჰოლანდია 1:3 (0:1) VIDEO

გოლები: 0:1 პროპერი (24), 1:1 ვოლოდკო (55), 1:2 რობენი (84), 1:3 დეპაი (90)

ბულგარეთი – საფრანგეთი 0:1 (0:1) VIDEO

გოლი: 0:1 მატუიდი (3)

1. საფრანგეთი 9 6 2 1 16:5 20
2. შვედეთი 9 6 1 2 26:7 19
3. ჰოლანდია 9 5 1 3 19:12 16
4. ბულგარეთი 9 4 0 5 13:18 12
5. ბელარუსი 9 1 2 6 5:19 5
6. ლუქსემბურგი 9 1 2 6 7:25 5

მომდევნო ტური – 10 ოქტომბერი

საფრანგეთი – ბელარუსი

ლუქსემბურგი – ბულგარეთი

ჰოლანდია - შვედეთი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.31748