ფეხბურთი

22:50 | 7.10.2017 | ნანახია 1378 - ჯერ

ნიგერიამ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა

ნიგერიის ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთში გასამართი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. შესარჩევი ეტაპის მეხუთე მატჩში სალისუ იუსუფის შეგირდებმა უშუალო კონკურენტი, ზამბიის ეროვნული გუნდი, შინ 1:0 დაამარცხეს და ქვეჯგუფში პირველი ადგილი ვადაზე ადრე გაინაღდეს.

მუნდიალის საგზური ნიგერიელებს ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველმა ალექს ივობიმ მოუტანა, რომელმაც 70-ე წუთზე გამოიჩინა თავი. ამ გამარჯვებით იუსუფის გუნდმა 13 ქულა დააგროვა, ზამბიას 6 ქულით გაუსწრო და ბოლო ტური ფორმალობად აქცია. ამავე ჯგუფში მესამე ადგილზე კამერუნია, ხოლო ბოლო პოზიციას ალჟირი იკავებს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:25 | 08.10.2017
O. Mertskhali (8101)

მიდი ნიგერ, შე ძველო

23:13 | 07.10.2017
In vino veritas (2107)

ოთხმოცდაათიანებში რა ნაკრები ყავდათ, ერთი სიამოვნება იყო ამათი ყურება

23:15 | 07.10.2017
ogafa (10230)

+

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.154599
სარეკლამო ადგილი - 99
X x X