"მონაკოს" მთავარ მწვრთნელს ლეონარდუ ჟარდიმს შანსი აქვს პსჟ-ს თავკაცი გახდეს. "პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში თუ უნაი ემერის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას ვერ მიაღწევს, მაშინ ესპანელს კლუბში პორტუგალიელი შეცვლის. აღნიშნული ინფორმაცია Daily Mail-მა გაავრცელა.
გასულ სეზონში ჟარდიმის გაწვრთნილმა "მონაკომ" ლიგა 1 მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც გავიდა, სადაც ტურინის "იუვენტუსთან" დამარცხდა.
პსჟ-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ კი ევროტურნირზე წარმატების მისაღწევად სარეკორდო ტრანსფერი განახორციელა და 222 მილიონ ევროს სანაცვლოდ "ბარსელონადან" ნეიმარი დაიმატა. ასევე გუნდი კილიან მბაპეთიც გაძლიერდა.