ფეხბურთი

21:00 | 7.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარმა "ბარსელონა" ვერ დაამარცხა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და "პარი სენ ჟერმენის" შემტევმა ნეიმარმა უეფას კატალონიის "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთა სთხოვა. როგორც AS-ი იუწყება, ევროპული ფეხბურთის მაღალჩინოსნებმა სამხრეთამერიკელის წინადადება არ განიხილეს.

ნეიმარმა ესპანურ გრანდთან კონტრაქტი გასულ წელს გაახანგრძლივა და ბონუსად 26 მილიონი ევრო უნდა მიეღო. მიუხედავად ამისა, "ბარსელონამ" უარი განაცხადა თანხის გადახდაზე და აღნიშნა, რომ ფეხბურთელმა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები არ შეასრულა. ნეიმარს ადვოკატებმა მკაცრი პოზიციის დაჭერა სთხოვეს და შეეცადნენ უეფას მეშვეობით "ბლაუგრანას" დასჯა, თუმცა აქტიურობამ შედეგი ვერ გამოიღო. უეფამ გადაწყვიტა, რომ არსებული დავაში არ ჩაერევა.

ბრაზილიელი პსჟ-ში მიმდინარე წლის ზაფხულში გადავიდა და მას შემდეგ ჩატარებულ 8 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.116883