“დინამო არენაზე”, საქართველო-უელსის მატჩის დაწყებამდე, ეროვნული ჰიმნების შესრულებისას ცუდი ფაქტი მოხდა. უელსის ჰიმნი სტადიონის დინამიკებში მოულოდნელად შეწყდა, შემდეგ კი უელსელთა ფანებმა გააგრძელეს სიმღერა.
ამ ფაქტს Walesonline გამოეხმაურა: “ჩვენმა ფანებმა მსვენივრად გაართვეს თავი სიმღერას მას შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ უპატივცემულოდ შეწყვიტა ჰიმნი”.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ბოდიში მოუხადა უელსელებს. აქვე, მათი განცხადებაც:
“მსოფლიოს 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის საქართველო - უელსის დაწყებამდე, სტუმარი გუნდის ჰიმნის მიმდინარეობისას მომხდარი ტექნიკური ხარვეზის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ბოდიშს უხდის უელსის ეროვნულ ნაკრებს, მის გულშემატკივრებსა და უელსის ფეხბურთის ასოციაციას”.