თბილისის “ვიტ ჯორჯიამ” საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებთან ამხანაგური მატჩი გამართა და 4:1 მოუგო. თამაში სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ “ბასაში” გაიმართა და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა, მეორეში კი ვიტელებმა აჯობეს მეტოქეს.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს ვასილ მაისურაძე წვრთნის. გუნდში 1998 და 1999 წელს დაბადებული ფეხბურთელები არიან შეკრებილნი – ისინი, ვინც გია გეგუჩაძის 21-წლამდელებში ვერ მოხვდნენ.
ვიტ ჯორჯია – საქართველო (20-წლ.) 4:1
საქართველო (20 წლ): ჩოჩიშვილი, კერელეიშვილი, ყურშავიშვილი, ბულუხაძე, ქებაძე, ბაკურაძე, ჩოგაძე, ნიკოლაშვილი, გოგილაშვილი, ფოჩხუა, კვანტალიანი
შეცვლაზე შევიდნენ: ქავთარაძე, საღრიშვილი, სილაგაძე, კიკილაშვილი, შეწირული, ცირდავა, ნონიაშვილი, ქიმერიძე, სპანდერაშვილი
ვიტ ჯორჯია: შეროზია (ტაბეშაძე 46), მუხულიშვილი (დანელია 46), კამლაძე (სეხნიაშვილი 71), ჩაკვეტაძე (ტეტუნაშვილი 46), ჩიტიშვილი, საჯაია, გურამ გურეშიძე (გიგა გურეშიძე 51), ექვთიმიშვილი (ვაზაგაშვილი 51), კაკუშაძე (ვეკუა 46), ღუდუშაური (დავლაშელიძე 46), ღირდალაძე (კახაბრიშვილი 46)
გოლები: 1:0 კამლაძე (11) 1:1 ნიკოლაშვილი (36) 2:1 კამლაძე (48) 3:1 ვეკუა (80) 4:1 კახაბრიშვილი (88)