ფეხბურთი

13:02 | 7.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი 2018, I ჯგუფი: ისლანდიური ვულკანი (+VIDEO)

ისლანდიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშა და ისლანდიის ნაკრები მეოთხედფინალამდე მივიდა. ეს ბევრმა შემთხვევითობად მიიჩნია, მაგრამ როგორც ჩანს, ასე არ ყოფილა. ისლანდია ძალიან, ძალიან ახლოსაა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპთან, რომელიც მისთვის სადებიუტო იქნება.

ჰეიმირ ჰალმგრისონის გუნდი თურქეთში ჩავიდა და მეტოქეს კუდით ქვა ასროლინა – 0:3. კუნძულელები მართლაც გამართულ ფეხბურთს აჩვენებენ და დამსახურებულად არიან მუნდიალის საგზურთან ერთ ნაბიჯში. ისლანდია ბოლო ტურის წინ ორი ქულით სჯაბინის კონკურენტებს და რაც მთავარია, დასკვნით ტურში საკუთარ მოედანზე აუტსაიდერ კოსოვოს დაუხვდება. მოკლედ, შანსი იმისა, რომ ისლანდიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ვიხილოთ, თითქმის ნულის ტოლია...

ისლანდიის ნაკრების გალიდერებას ხელი ძალიან შეუწყო ხორვატიამ – ბალკანელებმა მოულოდნელად საკუთარ მოედანზე ფინეთის ნაკრებთან ორი ქულა დაკარგეს და სიტუაცია გაირთულეს. მარიო მანჯუკიჩმა კი დააწინაურა თავიდან მასპინძლები, მაგრამ ბოლო წუთზე სოირიმ ფინეთს ქულა გადაურჩინა. ხორვატიისთვის დაკარგული ორი ძალიან ძვირად ფასობდა. ახლა უკრაინის ნაკრებთან ერთად იყოფს მეორე ადგილს და ბოლო მატჩს სწორედ კიევში ჩაატარებს.

უკრიანის ნაკრებმა კი კოსოვოს სტუმრად ძლევით შანსი დაიტოვა, რომ პლეი-ოფში მოხვდეს. ამისთვის ანდრეი შევჩენკოს გუნდს ბოლო ტურში ხორვატიასთან აუცილებლად გამარჯვება სჭირდება. მართალია, ახლა ორივე გუნდს თანაბრი ქულები აქვთ, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მეორე პოზიცია ხორვატიას ერგება, რადგან ზაგრებში კონკურენტთან მოგებული აქვს.

მოკლედ, ვნახოთ, საინტერესო თამაში უნდა გამოვიდეს: უკრაინა – ხორვატია.

ხორვატია – ფინეთი 1:1 (0:0) VIDEO

გოლები: 1:0 მანჯუკიჩი (57), 1:1 სოირი (90)

კოსოვო – უკრაინა 0:2 (0:0) VIDEO

გოლები: 0:1 პაქარადა (60, ა.გ), 0:2 იარმოლენკო (87)

თურქეთი – ისლანდია 0:3 (0:2) VIDEO

გოლები: 0:1 გუდმუდსონი (32), 0:2 ბიარნასონი (39), 0:3 არნასონი (50)

1. ისლანდია 9 6 1 2 14:7 19
2. ხორვატია 9 5 2 2 13:4 17
3. უკრაინა 9 5 2 2 13:7 17
4. თურქეთი 9 4 2 3 12:11 14
5. ფინეთი 9 2 2 5 7:11 8
6. კოსოვო 9 0 1 8 3:22 1

მომდევნო ტური – 9 ოქტომბერი

ფინეთი – თურქეთი

ისლანდია – კოსოვო

უკრაინა - ხორვატია

0.117949