ფეხბურთი

1:24 | 7.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

კაშია: "ასეთი ფორმაციის გუნდში ჯერ არ მითამაშია"

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ უელსთან მატჩის შემდგომ თამაში შეაფასა და აღნიშნა, რომ დღევანდელი ფორმაციის ნაირ გუნდში აქამდე არასდროს უთამაშია. ასევე გვითხრა, რომ მისთვის ლოგიკური აღნიშნული მატჩის ფრედ დასრულება იქნებოდა.

"გოლის მომენტში რამდენიმე შეცდომა დავუშვით, ეს ძალიან დასანანია. თანაბარი თამაში იყო, ვერ ვიტყვით, რომ უელსის ნაკრები გვჯობდა. ჩვენ მეტი მომენტები შევქმენით, უბრალოდ პერსონალურადაც 3-4 შეცდომა დავუშვი. რთულია თამაშის შეფასება. მძიმე მატჩი იყო. ვიბრძოლეთ, მაქსიმუმი გავაკეთეთ, თუმცა ამან შედეგი არ მოგვცა. დასანანია ასეთი თამაშების წაგება. ლოგიკური ანგარიში 1:1 იქნებოდა და ეს ჩვენც დაგვაკმაყოფილებდა.

ფიზიკურად რომ დავეჯაბნეთ ბოლო 10 წუთი ისეთ შემტევ მატჩს ვერ ვითამაშებდით, ამიტომ მიმაჩნია, რომ ბოლოს უკეთესად ვითამაშეთ. ბოლო ძალები დავხარჯეთ და 2 კარგი მომენტიც შევქმენით.

საერთო ჯამში შეიძლება არ მაქვს ამის თქმის საშუალება, რომ პროგრესზე დავიწყო საუბარი, თუმცა ეს აშკარად შეიმჩნევა. რამდენი წელია ვთამაშობ გუნდში, თუმცა ასეთში ჯერ არ მითამაშია. ყველა ფეხბურთელი ცდილობს, რომ მოედანზე თავისი საქმე გააკეთოს. კაკაბაძემ, კანკავამ ძალიან მაღალ დონეზე ითამაშეს. მე იმედი მაქვს, რომ მომავალ ციკლში უკეთესად ვითამაშებთ.

გულშემატკივრებს და ჩვენც იმედი უნდა გვქონდეს, რომ ამ შესარჩევში პირველ სამ ქულას მოვიპოვებთ. დასანანია, რომ ეს შესარჩევ მოგების გარეშე ვასრულებთ, რადგან ბევრი თამაშის მოგება შეიძლებოდა. ვფიქრობ, რომ იმ ფეხბურთელებს უნდა მიეცეს შანსი, რომელთაც ჯერ არ უთამაშიათ”, - გვითხრა კაშიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უელსის ეროვნულ ნაკრებთან 0:1 წააგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115364