ფეხბურთი

22:31 | 6.10.2017 | ნანახია 0 - ჯერ

კრის კოულმენი: "შედეგით კმაყოფილი ვარ"

საქართველოსა და უელსის ნაკრებთა მატჩის (0:1) შემდეგ სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა კრის კოულმენმა შეაფასა. უელსელი სპეციალისტის განცხადებით, საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია და ამიტომ, დაფიქსირებული შედეგით ძალიან კმაყოფილია.

“მახსოვს საქართველოს ნაკრების წინა თამაშები და განსაკუთრებით სერბეთთან, როდესაც 1:0 იგებდა. ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ ძლიერი ნაკრებია, რომელსაც ჭკვიანი მწვრთნელი ჰყავს. ამიტომ, ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგით. ბოლოს საქართველოს ნაკრებს რამდენიმე შანსი ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა.

მიხარია, რომ ტომ ლოურენსმა ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა. მთლიანობაში დღევანდელი შეხვედრა კარგად ჩაატარა და გამარჯვებაში მთავარი როლი ითამაშა.

სასიხარულოა, რომ იმ ფეხბურთელებმა, რომელთაც გაფრთხილება ჰქონდათ, შეძლეს ყვითელი ბარათისგან თავის არიდება. პირველ ნახევარში იყო ამის საშიშროება, მაგრამ საბოლოოდ, ამ მხრივაც ჩვენთვის ყველაფერი კარგად წარიმართა.

გადამწყვეტი თამაში ირლანდიასთან გველოდება და ვფიქრობ, საინტერესო თამაში იქნება საოცარი ატმოსფეროს თანხლებით. ამ შეხვედრისთვის მზადება ჩვენ უკვე იმ წუთიდან დავიწყეთ, როდესაც საქართველოსთან თამაში დასრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიასთან ფრეც გვყოფნის პლეი-ოფისთვის, არცერთ შემთხვევაში მოედანზე მხოლოდ ქულისთვის არ გავალთ და აუცილებლად სამი ქულისთვის ვიბრძოლებთ.

ოთარ კაკაბაძეს შეეძლო ბოლოს გატანა და გოლი რომ გასულიყო, ჩემი ბრალი იქნებოდა, შეცვლის გაკეთების გამო, მაგრამ ვფიქრობ, ჰენესმა მთელი თამაში მაღალ დონეზე ჩაატარა და ამიტომ, განსაკუთრებული მონდომება იქნებოდა საჭირო მისთვის გოლის გასატანად.

სათამაშო სისტემა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემი აზრით, სწორედ ეს თამაშობს გადამწყვეტ როლს იმაში, რომ დადებითი შედეგი ხშირად გვაქვს.

ეშლი უილიამსი ჩვენთვის საკვანძო ფეხბურთელია. ნამდვილი კაპიტანი და ლიდერი. ეს განსაკუთრებით ისეთ მატჩებში ჩანს, როგორიც დღეს იყო. ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალის შემდეგ მხოლოდ სამი შეხვედრა ჩავატარეთ, როდესაც ჩვენი ლიდერები, ჯო ალენი, აარონ რემზი და გარეთ ბეილი მოედანზე არ იყვნენ. ამიტომ, უკვე შეჩვეულნი ვართ ასეთ სიტუაციას და ვიცით, როგორ გავუმკლავდეთ. ასეთია სანაკრებო ფეხბურთი.

ბეილიცა და რემზიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. სხვა და სხვა ძლიერი მხარეები აქვთ. რამდენიმე თამაშის მათ გარეშე ჩატარება რა თქმა უნდა, შეგვიძლია, მაგრამ მთელი შესარჩევი ციკლის ჩატარება რთულია”, - განაცხადა კოულმენმა.

შეგახსენებთ, უელსის ნაკრებმა საქართველო პირველად დაამარცხა. ამ გამარჯვებით ევრო 2016-ის ნახევარფინალისტი მსოფლიოს ჩემპიონატს კიდევ უფრო მიუახლოვდა.


კომენტარები (17)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:04 | 15.04.2013
ზესტასფანი (135)

ტორპედო მირჩევნია ისე ჰულისამრევად თამაშობს ეგ დინამო

14:03 | 15.04.2013
ზესტასფანი (135)

მაგარი სუსტია დინამო ასეტი გუნდის ჩემპიონობა სამარცხვინოა

11:45 | 15.04.2013
fero (15151)

kachkaghishvili. afciauri da benashvili rad agar chanan? vinmem icis? imedia lomia qobalia kargi tandemi dadgeba. ukan rekruki endeladze. legionerevidan mxolod ielichi da rekruki aris dasatovebeli.

11:45 | 15.04.2013
fero (15151)

kachkaghishvili. afciauri da benashvili rad agar chanan? vinmem icis? imedia lomia qobalia kargi tandemi dadgeba. ukan rekruki endeladze. legionerevidan mxolod ielichi da rekruki aris dasatovebeli.

11:10 | 15.04.2013
merkvila (1171)

ზესტაფონმა წელს ევროტურნირებს კაი ხანია ხელი დაუქნია. სამწვრთნელო შტაბი უნდა დაფიქრდეს, რომელ ახალგაზრდებზე ღირს ორიენტაციის აღება. ჩემი აზრით ბოტი გასაშვებია, ლომია უნდა დავიბრუნოთ,ჭანკოტაძეს უნდა მიეცეს შანსი, რეკრუკსაც უნდა ვაცალოთ, ენდელაძე, კუტალია, შარიქაძე, გრიგალაშვილები -- ამ ფეხბურთელებში ვხედავ გუნდის მომავალს, ერთი კარგი თავსამსხმელი და ერთი შემქმნელი ნახევარმცველი გვჭირდება აუცილებლად

07:10 | 15.04.2013
man-ika (4159)

კაჭარავა ნამუსი იქონიე და წადი რA ლომიAს მერანში გააქ და გაქ და ჩევნ კდევ გოლის გამტანი არ გვყავს,

01:23 | 15.04.2013
miriana (3856)

გასვლაზე ვერ თამაშOბს დინამო მაგას რათ უნდა ლაპარაკი თორე სახლშI მაგარია

00:54 | 15.04.2013
mushni (93569)

დინამო გახდება ჩემპიონი--ჩვენ გორს მოვუგებთ და მეორეზე გადავალთ..

00:46 | 15.04.2013
Mr_gr (1404)

დინამო გახდება ჩემპიონი მაგრამ, ეს ის დინამო არაა ევროზე წარმატება რომ მიაღწიოს.

00:38 | 15.04.2013
gogol (1522)

დინამო ფარჩაკი არაა და დღეს დღეობით რავიცი სხვებთან შედარებით დალაგებულ თამაშს თამაშობს... (მაგრამ ევროტურნირებზე გეგუჩაძის იმედი უფრო მაქვს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მწვრთნელებიდან პროცენტულად ყველაზე მეტი ქულა აქვს გეგუჩაძეს აღებული ევროპულ გუნდებთან)...

ქუთაისში ის პენალტი რომ დადებულიყო ქართული ფეხბურთი მოიგებდა... დინამოც უფრო გაიზრდებოდა...

ბიჭებო ზესტაფონში რომ მცველი იყო ხიდეშელი კაი ბიჭი იყო სადაა ? ? ? კიდე ტრავმა აქვს ?

00:25 | 15.04.2013
ხარაკირი (7091)

miriana ეგ ფარჩაკი გუნდი შენ საყვარელ კლუბს 9 ქულით ასწრებს და კიდე სახში 1 ტამაში ვერ მოუგეთ ეგეთ ფარჩაკ გუნდს დინამო თუ ფარჩაკია ტორპეტოზე ლაპარაკიც არ გირს!!!!!!

00:15 | 15.04.2013
tornike_qochlaa (5528)

დიიინამოო ჩემი გუნდია დინამო ჩემი გულიიააა ჩემპიონობამდე ცოტაც ბიჩებოო და მერე ყველა ვიზეიმებთ!

00:13 | 15.04.2013
dinamo_xisco (389)

ფარჩაკი როაა იმიტო უგებენ ხოლმე

23:55 | 14.04.2013
miriana (3856)

ეს კვახსხვაძე ეხა დაშტერდა მანდამაინც

23:54 | 14.04.2013
miriana (3856)

გავარდნა გოლი! ჯერ ყველაფერი წინაა. დინამო გასვლაზე ისეთო ფარჩაკია არ მეგონა 3 ქულას თუ აიღებდენ

23:53 | 14.04.2013
miriana (3856)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

23:40 | 14.04.2013
dinamo_xisco (389)

დინამო ჩემპიონნ !!!!!!!

0.064632