კალათბურთი

10:08 | 18.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

16-წლამდელთა ნაკრების მე-2 გამარჯვება ბულგარეთში

საქართველოს 16-წლამდელთა კალათბურთელთა ნაკრებმა ბლაგოევგრადში მეორე მატჩიც მოუგო ბულგარელ თანატოლთა ნაკრებს და შავი ზღვის გადაღმიდან თავაწეული მოემგზავრება. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა 4 საკონტროლო მატჩიდან მე-3 მოიგო, წინ კი კიდევ 5 ამხანაგური შეხვედრა ელის.

16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონისთვის ემზადება, რომელიც 18-28 აგვისტოს ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში გაიმართება. ქართველებმა საკონტროლო მატჩები 13 ივლისს ესტონეთიდან დაიწყეს, სადაც ერთი თამაში დათმეს, მეორე კი მოიგეს. ბალტიისპირეთიდან კაზანჯიანის გუნდმა საქართევლოს გავლით ბულგარეთში გადაინაცვლა, სადაც მასპინძელ თანატოლებს ორივე საკონტროლო მატჩი მოუგო.

პირველ შეხვედრაში ქართველებმა 63:62 იმარჯვეს, მეორე კი დაახლოებით იგივე სცენარით წარიმართა და 69:67 დასრულდა. ორივე მატჩში ქართველები გადამწყვეტი მეოთხედის წინ დამაჯერებლად იგებდნენ, თუმცა მსაჯების მიკერძოების გამო, ბულგარელებმა მიახლოვება მოახერხეს.

მე-2 თამაშის დასკვნითი მეოთხედის წინ, კაზანჯიანის გუნდი სულაც 13 ქულით იგებდა, მაგრამ საბოლოო გამარჯვების მოპოვება სათუო გაუხდა. შეხვედრას ბულგარელი არბიტრები მსაჯობდნენ და რა მარჩიელობა უნდა, რომ თანამემამულეების მიმართ მეტ ლოიალობას გამოიჩენდნენ, თუმცა ამან ის შედეგი გამოიღო, რომ ბულგარელებმა არა დიდი სხვაობით, არამედ ღირსეული ანგარიშით წააგეს.

დღეს, საქართველოს ნაკრები საქართველოში დაბრუნდება და შეკრებას თბილისში განაგრძობს, ხოლო 28 ივლისს მორიგი საკონტროლო მატჩების ჩასატარებლად ჰოლანდიისკენ აიღებს გეზს.

 

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი. ბულგარეთი. ბლაგოევგრადი. 17 ივლისი

ბულგარეთი – საქართველო 67:69 (13:19, 13:23, 16:13, 25:14)

საქართველო: გოგალაძე (4 ქ. 5 მ.), გოგობერიშვილი (10 ქ.), ლომიძე (9 ქ.), ალიევი (4 ქ. 8 მ. 5 დ.), ისიანი (11 ქ. 9 მ. 3 ქ.); ცქიფურიშვილი (13 ქ.), ცირეკიძე (11 ქ.), კერესელიძე (5 ქ.), სანაია (2 ქ.), თვალაბეიშვილი, ქვარაია, ნუცუბიძე, აფხაზავა.

www.gbf.ge 

0.115913