ხვალ საღამოს, საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონის გათამაშებაში ჩაებმება. გია კაზანჯიანის გუნდი მაკედონიის ქალაქ შტრუმიცაში იმყოფება და ტურნირის პირველ მატჩში, რომელიც თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება,
შეგახსენებთ, რომ 16-წლამდელთა ნაკრებმა ძალიან ნაყოფიერი მოსამზადებელი პერიოდი გაიარა. სამი კვირის განმავლობაში, გუნდმა 12 სპარინგ-მატჩი გამართა, საიდანაც 8 მოიგო, 1 ფრედ (ესტონეთის ნაკრებთან) დაასრულა და 3 (ბელგიასთან ორჯერ და უკრაინასთან) წააგო. ქართველებმა ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვება ლატვიურ შეკრებაზე მოიპოვეს, როდესაც რუს თანატოლებს 72:55 სძლიეს.
“ბ” დივიზიონში სულ 22 ნაკრებია, რომლებიც ორ ექვსგუნდიან და ამდენივე ხუთგუნდიან ჯგუფში არიან განაწილებულნი. ქართველი 16-წლამდელები წილისყრამ აშკარად არ დაინდო და “ბ” ჯგუფში თამაში ისრაელთან, სლოვენიასთან, მაკედონიასთან და ნორვეგიასთან მოუწევთ. დაგვეთანხმებით, ქვედა დივიზიონისთვის საკმაოდ ძლიერი შემადგენლობაა.
ჯგუფიდან გასვლისთვის საუკეთესო ორ გუნდში მოხვედრაა საჭირო. ამგვარად გამოვლენილი 8 ნაკრები მე-2 ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს, იქ შექმნილი ოთხგუნდიან ჯგუფებიდან მოწინავე ორეულები ნახევარფინალში გავლენ, “ა” დივიზიონის საგზურებს კი 3 საუკეთესო ნაკრები მიიღებს.
განრიგის თანახმად, საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე
ევროპის ჩემპიონატი 16-წლამდე კალათბურთელთა შორის. “ბ” დივიზიონი. სტრუმიცე (მაკედონია)
A ჯგუფი: ინგლისი, ლუქსემბურგი, ბელგია, ესტონეთი, რუმინეთი, შოტლანდია.
B ჯგუფი: ისრაელი, ნორვეგია,
C ჯგუფი: უნგრეთი, ისლანდია, ჩეხეთი, ბულგარეთი, ჰოლანდია.
D ჯგუფი: შვედეთი, ავსტრია, ჩერნოგორია, შვეიცარია, პორტუგალია, ალბანეთი.
B ჯგუფის კალენდარი (დრო თბილისისაა)
20 აგვისტო
20:45 ნორვეგია – მაკედონია
23:00 საქართველო –
21 აგვისტო
16:15 ისრაელი – საქართველო
18:30
22 აგვისტო
20:45 მაკედონია –
23:00 ნორვეგია – ისრაელი
23 აგვისტო
18:30 საქართველო – ნორვეგია
20:45 ისრაელი – მაკედონია
24 აგვისტო
14:00
20:45 მაკედონია – საქართველო
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კენჭისყრაში ლოდი დაგვეცა
ამაზე რთული ჯგუფი ფიზიკურად წარმოუდგენელია.
კენშისყრაში ნაღდად არ გაგვიმართლა
მეტი უარესი კენჭისყრა ვერ შეძლეს? წარმატებები ბიჭებს. იქნებ შეძლონ ჩვენი გახარება.
ვინც ამ B დივიზიონში ძლიერი ნაკრები იყო თითქმის ყველა ჩვენ ჯგუფში მოხვდა,რა არიას რა კენჭისყრაა ეს...
წარმატებები ბიჭებს,იმედია მოახერხებენ ჯგუფიდან გასვლას...
წარმატებები ჩვენ მომავალ თაობას
წარმატებები ბიჭებს