კალათბურთი

22:25 | 9.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა შვედეთთან წააგო

თურქეთის ქალაქ საქარიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც 16 გუნდი მონაწილეობდა, საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა მე-14 ადგილზე დაასრულა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილი გუნდი მე-13 ადგილისთვის მატჩში შვედეთს შეხვდა და ბოლო წამებზე დამარცხდა – 70:74.

ქართველებმა ტურნირი სწორედ შვედეთთან მატჩით დაიწყეს. სკანდინავიელები გერმანიასთან, სლოვენიასთან და საქართველოსთან ერთად ჯგუფურ ეტაპზე იყვნენ და ქართველები 67:51 დაამარცხეს. კაზანჯიანის გუნდს შანსი ჰქონდა, ხურდა დაებრუნებინა შვედებისთვის, მაგრამ არ გამოუვიდა.

ქართველებმა პირველი მეოთხედი 6:12 წააგეს და მას შემდეგ, ბოლო წუთებამდე, სულ მდევრის როლში იყვნენ. დიდი შესვენებისთვის საქართველო 25:34 აგებდა, მესამე პერიოდის ბოლოს კი 11 ქულით ჩამორჩებოდა – 46:57.

ქართველებმა გადამწყვეტ პერიოდში გადამწყვეტი იერიში მიიტანეს და თამაის დასრულებამდე 3-წუთნახევრით ადრე ანგარიში გაათანაბრეს – 65:65. ქართველებს გადამწყვეტი ნაბიჯის გადასადგმელად ძალა აღარ ეყოთ. დასკვნით წუთზე საქართველო 70:72 აგებდა, მაგრამ ბოლო წამებზე არ გაუმართლა და 4 ქულის სხვაობით დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებში 18 ქულით ბომბარდირი აკადემიელი ლუკა აკობია გახდა, ქუთაისელმა ლადო ფურცხვანიძემ კი ორმაგი დუბლი – 12 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. საქართველომ საქარიის ტურნირი 2 მოგებითა და 4 მარცხით – მე-14 ადგილზე დაასრულა და 9 თებერვალს თბილისში დაბრუნდება.

 

16-წლამდელები. საერთაშორისო ტურნირი. საქარია, თურქეთი. 8 თებერვალი

საქართველო – შვედეთი 70:74 (6:12, 19:22, 21:23, 24:17)

საქართველო: დარბაიძე (8ქ, 4მ), ლოლიშვილი (6), ცხოვრებოვი (2), ფურცხვანიძე (12ქ, 10მ),  აკობია (18), ლეონიძე (8), დოლიძე, გვიანიძე (8ქ, 7მ), ბულაშვილი (8ქ, 6პ), აფხაზავა, ბაბილოძე.

www.gbf.ge

0.128364