ფეხბურთი

18:16 | 6.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ში კავანი, შესაძლოა, სანჩესმა ჩაანაცვლოს

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენი” 2017-2018 წლების სეზონის ბოლოს ურუგვაელ თავდამსხმელ ედინსონ კავანისთან განშორებას გეგმავს და მის ნაცვლად ჩილელი გარემარბის, ალექსის სანჩესის დამატებას აპირებს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ალექსის სანჩესმა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდშიც სცადა კლუბის დატოვება, თუმცა, “მეთოფეებმა” მისი დატოვება კონტრაქტის ამოწურვამდე მოითხოვეს, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება.

კავანის რაც შეეხება, კლუბთან მისი უთანხმოება “ბარსელონადან” ნეიმარის გადასვლის შემდეგ დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მოთამაშეებმა კონფლიქტის თემა უარყვეს, ფაქტი სახეზეა – 30 წლის ურუგვაელმა, შესაძლოა, პარიზული კლუბი სეზონის ბოლოს დატოვოს.

0.117133