ლონდონის “არსენალისა” და გერმანიის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი მესუთ ოზილი, შესაძლოა, კვლავაც “მეთოფეებში” დარჩეს. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანული მედია “წითელ ეშმაკებში” მის შესაძლო გადასვლაზე ალაპარაკდა, როგორც ჩანს, ფეხბურთელმა ამაზე ფიქრი შეაჩერა.
Goal.com-ის ინფორმაციით, თითქოს გერმანელი მოთამაშე “არსენალში” კვირაში 275 ათას გირვანქა სტერლინგს მიიღებს და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა დარჩენა, სიმართლეს არ შეესაბამება. ოფიციალურად მესუთს ჯერაც არ მიუღია კლუბისგან შეთავაზება, თუმცა, უახლოეს მომავალში მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან.
მიმდინარე სეზონში 29 წლის გერმანელმა 5 მატჩი ჩაატარა, თუმცა, გოლის გატანა ჯერჯერობით ვერ მოახერხა.