თამაშგარე

13:04 | 6.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

აკაკის “გამზრდელი“ არგენტინულად

ქართველებს რაკი აკაკი წერეთელი გვყავს და მისი “გამზრდელიც“ წაგვიკითხავს, ნამდვილად არ გაგვიკვირდება, მეგობრისგან მეგობრის ღალატისა და მისი ცოლისა თუ გულისსწორის “მიიმასქნების“ ამბავი, მაგრამ რაც არგენტინული საფეხბურთო კლუბის, “ინდეპენდიენტეს“ ფეხბურთელს, მარტინ სარატეს პირალტის ამ სამი წლის წინ უქნია, იმის გამო წერეთლისეული გამზრდელი ბარე ასჯერ მოიკლავდა თავს.

იმ ოხერ-ტიალ სარატეს პირალტის თავისი მეგობრისა და თანაგუნდელის, მარტინ ბენიტესის მეგობარი გოგონა მაშინ გაუუპატიურებია, როდესაც თავად ბენიტესი საწოლში სატრფოს გვერდით ბანკეტიდან დაბრუნებული მთვრალი იწვა და დაშხოშიანად ხვრინავდა. მეგობრის ღალატი რომ ცუდი და საზარელი ამბავია, ცხადია, მაგრამ ასეთი?!

ეს საზარელი ამბავი 2014 წელს მოხდა და იქიდან მოყოლებული დღემდე საქმეს არგენტინის სასამართლო არკვევდა და საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ ახლახან მიიღო. სარატეს 6 წლითა და 6 თვით მოუწევს “ვირის აბანოში“ ყურყუტი და მეგობრის მოღალატეებს, როგორც ვიცით, არგენტინის ციხეშიც არა სწყალობენ...

0.11447