ფეხბურთი

10:00 | 6.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი 2018: მსოფლიოს ჩემპიონი მსოფლიოს ჩემპიონატზეა (+VIDEO)

მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევი ციკლი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. სტარტი აიღო მეცხრე ტურმა და გაირკვა ორი ნაკრები, რომელსაც მუნდიალზე დანამდვილებით ვიხილავთ: გერმანია და ინგლისი. მსოფლიოს ჩემპიონი უკვე მსოფლიოს ჩემპიონატზეა, ხოლო ალბიონელები რუსეთის გზას დაუმარცხებელნი ადგებიან.

დიდი ამბები იყო გლაზგოში - შოტლანდიის ნაკრები პლეი-ოფს ძალიან მიუახლოვდა, პოლონეთის ნაკრები - მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს.

C ჯგუფი

გერმანიის ნაკრები რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებდა, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა, მაგრამ იოაჰიმ ლიოვის გუნდმა რუსეთის საგზური ოფიციალურად ბელფასტში გაიფორმა. გერმანიის უპირატესობა მთელი შესარჩევი ციკლის განმავლობაში მეტოქეებზე ძალიან დიდი იყო და ბუნებრივია, რომ მუნდიალზე უპრობლემოდ გავიდა. ალემანებს ჩრდილოეთ ირლანდიასთან ფრეც ხელს აძლევდათ, მაგრამ აბა როდის გინახავთ, ქულაზე მოთამაშე გერმანია? – ახლაც ასე იყო, სტუმრებმა ადვილად მოიგეს და შეუძლიათ ტიტულის დაცვისთვის მზადება დაიწყონ.

თავის მხრივ, ჩრდილოეთ ირლანდიისთვის გერმანიასთან მარცხით ქვეყანა არ დაქცეულა – პლეი-ოფში თამაში განაღდებული აქვს და ახლა კონცენტრირება სრულიად ნოემბერში გასამართ მატჩებზე მოუწევს.

ამ ჯგუფში ბოლო ტურის ინტრიგა მკვდარია. მხოლოდ ისაა გასარკვევი თუ როგორ გადანაწილდება ჩეხეთს, აზერბაიჯანსა და ნორვეგიას შორის III, IV და V ადგილები. თუმცაღა, ეს სრული ფორმალობაა.

აზერბაიჯანი – ჩეხეთი 1:2 (0:1) VIDEO

გოლები: 0:1 კოპიჩი (35), 1:1 ისმაილოვი (55, პენ), 1:2 ბარაკი (66)

ჩრდ. ირლანდია – გერმანია 1:3 (0:2) VIDEO

გოლები: 0:1 რუდი (2), 0:2 ვაგნერი (21), 0:3 კიმიხი (86), 1:2 მაგენისი (90)

სან მარინო – ნორვეგია 0:8 (0:4) VIDEO

გოლები: 0:1 ჰენრიკსენი (8), 0:2 კინგი (14, პენ), 0:3 კინგი (17), 0:4 ელიუნუსი (40), 0:5 ელიუნუსი (48), 0:6 სელნასი (59), 0:7 ელიუნუსი (68), 0:8 ლინესი (87)

1. გერმანია 9 9 0 0 38:3 27
2. ჩრდ. ირლანდია 9 6 1 2 17:5 19
3. ჩეხეთი 9 3 3 3 12:10 12
4. ნორვეგია 9 3 1 5 16:16 10
5. აზერბაიჯანი 9 3 1 5 9:14 10
6. სან მარინო 9 0 0 9 2:46 0

მომდევნო ტური – 8 ოქტომბერი

ჩეხეთი – სან მარინო

გერმანია – აზერბაიჯანი

ნორვეგია – ჩრდ. ირლანდია

E ჯგუფი

პოლონეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპთან ძალიან ახლოსაა. ამისთვის პოლონელთათვის ბოლო ტურში ქულაც საკმარისი იქნება. იქამდე კი, რობერტ ლევანდოვსკი ერევანში შოუ დადგა: “ბაიერნის” ფორვარდმა სომხეთის ნაკრებთან ჰეთ-თრიქი შეასრულა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო – 1:6. სხვათა შორის, ლევანდოვსკი პოლონეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი გახდა. გადაასწრო რა, ვლოძიმეჟ ლიუბანსკის. 50 გოლი 48-ის საპირისპიროდ. გარდა ამისა, პოლონელმა ვარსკვლამა მიმდინარე შესარჩევ ციკლში მე-15 გოლი ჩაიწერა აქტივში და ესეც სარეკორდო მაჩვენებელია ისტორიაში. მოკლედ, თუ სასწაული არ მოხდა, პოლონეთის ნაკრებს რუსეთში ვიხილავთ. პოლონელები დანიას სამი ქულით სჯაბნიან, მაგრამ ვინაიდან სკანდინავიელებს ურთიერთშეხვედრებში უკეთესი ბალანსი აქვთ, ბოლო ტურში პოლონეთი უქულოდ დარჩენის შემთხვევაში საფრთხის წინაშე დადგება.

დანიის ნაკრებმა კი თავის მხრივ პლეი-ოფი თითქმის გაინაღდა. კრისტიან ერიკსენის დასაწყისშივე გატანილმა გოლმა მონტენეგროს იმედი დაამსხვრია. არადა, თამაშამდე მონტენეგროსა და დანიას თანაბარი ქულები ჰქონდათ და მასპინძლებს, პირველად ისტორიაში მუნდიალზე გასვლის შანსი გააჩნდათ. თუმცა, “ტოტენჰემის” ლიდერის გოლმა მონტენეგროს ოცნება სამომავლოდ გადადო. და მაინც, მონტენეგრო ჯერაც ინარჩუნებს შანსს: ბოლო ტურში დანიამ უნდა წააგოს, ხოლო ომნტენეგრომ პოლონეთში მოიგოს და მეორე ადგილს თავად დაიკავებს. რთული იქნება, მაგრამ ჯერაც შესაძლებელია...

ამავე ჯგუფის კიდევ ერთი მატჩი მხოლოდ ფორმალობის შემცველი იყო: რუმინეთმა ყაზახეთის ნაკრებს ადვილად აჯობა.

სომხეთი – პოლონეთი 1:6 (1:3) VIDEO

გოლები: 0:1 გროსიჩკი (2), 0:2 ლევანდოვსკი (18), 0:3 ლევანდოვსკი (25), 1:3 ჰამბარდზუმიანი (39), 1:4 ბლაშჩიკოვსკი (58), 1:5 ლევანდოვსკი (64), 1:6 ვოლსკი (89)

მონტენეგრო – დანია 0:1 (0:1) VIDEO

გოლი: 0:1 ერიკსენი (16)

რუმინეთი – ყაზახეთი 3:1 (2:0) VIDEO

გოლები: 1:0 ბედესკუ (33), 2:0 ბედესკუ (38, პენ), 3:0 კეშერუ (73), 3:1 ტურისბეკი (82)

1. პოლონეთი 9 7 1 1 24:12 22
2. დანია 9 6 1 2 19:7 19
3. მონტენეგრო 9 5 1 3 18:8 16
4. რუმინეთი 9 3 3 3 11:9 12
5. სომხეთი 9 2 0 7 9:25 6
6. ყაზახეთი 9 0 2 7 5:25 2

მომდევნო ტური – 8 ოქტომბერი

დანია – რუმინეთი

ყაზახეთი – სომხეთი

პოლონეთი – მონტენეგრო

F ჯგუფი

ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში გაინაღდა. გარეთ საუთგეიტის გუნდს ფეერიული თამაში არ უჩვენებია, მაგრამ მაინც მოიგო და პირველი ადგილი ოფიციალურად გაიფორმა. ალბიონელებმა 90-ე წუთზე ჰარი კეინის გატანილი გოლით იმარჯვეს. “ტოტენჰემის” თავდამსხმელი ბოლო დროს მოედანს უგოლოდ აღარ ტოვებს და არც ამჯერად მომხდარა გამონაკლისი. ინგლისის ნაკრები კი, წაუგებელია და დიდი ალბათობით რუსეთში დაუმარცხებელი გაემგზავრება.

აი, მეორე ადგილზე, რაც პლეი-ოფის საგზურის მომტანია შოტლანდიის ნაკრები გადის. ამას ბევრი ცოტა ხნის ვერ წარმოიდგენდა, მაგრამ სქოთებმა სასწაული მოახდინეს. შოტლანდიამ გლაზგოში უშუალო კონკურენტი სლოვაკეთის ნაკრები დაამარცხა და ახლა, ბოლო ტურის წინ მეტოქესთან ორქულიანი ჰანდიკაპი შეიქმნა. 89-ე წუთზე მარტინ შკრტელმა ავტოგოლი მიითვალა და ეს ერთადერთი გოლი გამოდგა. უნდა გენახათ, რა ხდებოდა იმ მომენტში “ჰემპდენ პარკზე”... შოტლანდიის ნაკრებს შანსი აქვს, 1998 წლის შემდეგ პირველად დიდ ფორუმზე ითამაშოს. ვნახოთ, თუ გამოიყენებს. ყველაფერი მის ხელთაა, მაგრამ სქოთებს ბოლო ტურში აუცილებლად მოსაგები აქვთ. სლოვაკეთი უსუსტეს მალტას მასპინძლობს და ალბათ მოიგებს, ამ შემთხვევაში კი, შოტლანდიას ბოლო ტურში ფრე არ ეყოფა. მეტოქე სლოვენია იქნება ლუბლიანაში...

ინგლისი – სლოვენია 1:0 (0:0) VIDEO

გოლი: 1:0 კეინი (90)

მალტა – ლიტვა 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 აგისი (23), 1:1 სლივკა (53)

შოტლანდია – სლოვაკეთი 1:0 (0:0) VIDEO

გოლი: 1:0 შკრტელი (89, ა.გ)

1. ინგლისი 9 7 2 0 17:3 23
2. შოტლანდია 9 5 2 2 15:10 17
3. სლოვაკეთი 9 5 0 4 14:7 15
4. სლოვენია 9 4 2 3 10:5 14
5. ლიტვა 9 1 3 5 7:19 6
6. მალტა 9 0 1 8 3:22 1

მომდევნო ტური – 8 ოქტომბერი

ლიტვა – ინგლისი

სლოვაკეთი – მალტა

სლოვენია - შოტლანდია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113009