ფეხბურთი

20:52 | 5.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰი "ლივერპულის" გულშემატკივრებმა კვლავ საუკეთესოდ დაასახელეს

ეგვიპტის ეროვნული ნაკრების შემტევი მოჰამედ სალაჰი "ლივერპულის" გულშემატკივრებმა სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია "მერსისაიდელთა" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. აფრიკელი მოთამაშე აგვისტოშიც საუკეთესოდ მიიჩნიეს.

ფეხბურთელმა მხარდამჭერთა ხმების 43% მიიღო, მეორე ადგილზე კი ფილიპე კოუტინიო (23%) გავიდა. გასულ თვეში სალაჰმა ხუთი მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა. მოჰამედმა თავი "ლესტერთან", "ბარნლისთან" და "სევილიასთან" გამოიჩინა.

0.11375