ფეხბურთი

17:16 | 5.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლაკაზეტი: “ბავშვობაში მეკარე ვიყავი, მაგრამ დედას ეს არ მოსწონდა”

ლონდონის “არსენალის” ფორვარდმა ალექსანდრ ლაკაზეტმა თქვა, ბავშვობაში მეკარე ვიყავი, მაგრამ დედაჩემი ამას ცუდი თვალით უყურებდაო.

“დედამ მითხრა, რომ მეკარეობა სახიფათოა. ულტიმატუმი წამიყენა: ან თავდასხმაში ითამაშე, ან ფეხბურთს საერთოდ შეეშვიო. წაგებას თავიდანვე ვერ ვიტანდი, ეზოში წაგების შემდეგაც კი მრცხვენოდა და მიტირია კიდეც”.

ლაკაზეტი ლიონშია დაბადებულ-გაზრდილი.

0.127962