მიუნხენის “ბაიერნს” სეზონის ბოლომდე იუპ ჰაინკესი გაწვრთნის. 1945 წლის 9 მაისს დაბადებული ჰაინკესი ის მწვრთნელია, რომელმაც ორ სხვადასხვა გუნდს მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა: 1998 წელს მადრიდის “რეალს” და 2013 წელს სწორედ “ბაიერნს”.
ჰაინკესს 2013 წლის მაისის შემდეგ მწვრთნელად აღარ უმუშავია. იმ წელს მან ჩემპიონთა ლიგაც მოიგო, ბუნდესლიგაც და გერმანიის თასიც. როგორც გახსოვთ, ჰაინკესი მაშინ პეპ გვარდიოლათი შეცვალეს.
“ბაიერნმა” 28 სექტემბერს გაათავისუფლა კარლო ანჩელოტი და პოსტი დროებით ფრანგ ვილი სანიოლს ჩააბარა.