ფეხბურთი

10:08 | 5.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

სექტემბერში საუკეთესო - სოლომონ კვირკველია

სექტემბრის თვეში საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი სოლომონ კვირკველია გახდა. WORLDSPORT.GE-ს ყოველთვიურ გამოკითხვაში “თქვენ ირჩევთ”, 25 წლის მცველმა ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.

გამოკითხვაში 795 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და კვირკველიას გამოკითხულთა ხმების ნახევარზე მეტი ერგო – 54.2%. ამრიგად, კონკურენტების სოლიდური უპირატესობით აჯობა.

ასეთი შედეგი მოსალოდნელიც იყო: სოლომონს მართლაც გამორჩეული დრო უდგას კარიერაში და მისი ჩაგდებული თამაშის გახსენება უკვე ძნელია.

მეორე ადგილზე ვაკო ყაზაიშვილი გავიდა, რომელსაც ხმების 11.9% ერგო, სამეულში მოხვდა გურამ კაშიაც – 10.7%.

რაც შეეხება დანარჩენ ადგილებს, შემდეგნაირად გადანაწილდა:

მათე ვაწაძე – 9.9%

გიორგი მერებაშვილი – 8.9%

ვაკო გვილია – 4.3%

აქვე, სოლომონ კვირკველიას მონაგარის შესახებ სექტემბერში:

“სოლომონ კვირკველიას ირგვლივ საეჭვო არაფერია: ქართველ მცველს წარმატებული სექტემბერი ჰქონდა. მოსკოვის “ლოკომოტივის” ღირსება გასულ თვეში საბამ ექვსჯერ დაიცვა და გოლის გატანაც შეძლო, რუსეთის თასზე “კრილია სოვეტოვის” კარში. ხსენებული 6 თამაშიდან კი ორი ევროპა ლიგაზე ჩაატარა და ორივეში მაღალი შეფასება დაიმსახურა. ამას უნდა დავუმატოთ ორი სანაკრებო მატჩიც, რომელიც მაღალ დონეზე ჩაატარა”.

აღნიშნული გამოკითხვა მიმდინარე სეზონში პირველად ჩატარდა და ამიერიდან სეზონის ბოლომდე, ყოველი თვის დასაწყისში განთავსდება ჩვენს ვებგვერდზე. ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელს გულშემატკივარი ნოემბრის დასაწყისში გამოავლენს.

0.140037