ფეხბურთი

21:48 | 4.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლიგა 3: “შევარდენის” მორიგი სამქულიანი, “თელავის” 9:0

დღეს გაიმართა ლიგა3-ის ზედა ჯგუფის მორიგი ტური. გამოსარჩევია “შევარდენის” გამარჯვება “ჭიათურასთან” (1:0), რამაც გიორგი კიკნაძის გუნდი უფრო მიაახლოვა ლიგა2-თან. ერთადერთი გოლი გიორგი მაღალდაძემ გაიტანა. “შევარდენი” რვაქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს, “ჭიათურა” კი მეხუთეზეა.

გამოსარჩევია “თელავის” 9:0 გამარჯვება ქედის “ბეთლემთან”. კახეთის გუნდიც ლიგა2-ში გადასვლის კანდიდატია. ჰეთ-თრიქი შეასრულა ხარებაშვილმა, ორი გოლი ნიქაბაძემ გაიტანა, თითო-თითო იმედაშვილის, ნოზაძისა და ქუცურუას ანგარიშზეა, ხოლო ერთი ბურთიც ზოიძემ საკუთარ კარში გაიტანა.

დიდი ანგარიშით იმარჯვა “გარდაბანმაც”: 5:0 “სამეგრელოსთან”. დანარჩენი ორი მატჩიც მასპინძელთა მოგებით დასრულდა. თასის ნახევარფინალში გასულმა “იმერეთმა” ხონში 2:1 სძლია “ნორჩ დინამოს”, ხოლო ხობის “კოლხეთმა” 2:1 “მარკ სტარსს”.

კოლხეთი (ხობი) – მარკ სტარსი (თბილისი) 2:1

შევარდენი (თბილისი) – ჭიათურა 1:0

თელავი – ბეთლემი (ქედა) 9:0

იმერეთი (ხონი) – ნორჩი დინამო (თბილისი) 2:1

გარდაბანი – სამეგრელო (ჩხოროწყუ) 5:0

0.116054