ფეხბურთი

20:20 | 3.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ლეგიას” ფანებმა ფეხბურთელებს სცემეს

პოლონეთის გამორჩეული კლუბი “ლეგია” ყურადღების ცენტრში მოექცა, თუმცა არა სათამაშო თვალსაზრისით. საქმე ისაა, რომ პოლონური გუნდის გულშემატკივრებმა ფეხბურთელებს სცემეს. ინციდენტი პოზნანის “ლეხთან” 0:3 მარცხის შემდეგ მოხდა.

ვარშაველი ქომაგების გაღიზიანება კონკრეტულად ერთ წაგებას არ გამოუწვევია – “ლეგია” მისთვის უჩვეულოდ ცუდად თამაშობს და ექსტრაკლასაში 11 ტურის მერე მხოლოდ მერვე პოზიციაზეა.

საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ “ლეგიას” ქომაგები თავისი სკანდალური გამოხტომებით გამოირჩევიან და არაერთხელ მოხვედრილან ყურადღების ცენტრში.

თეგებილეგია
0.134851