საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დაწყების წინ ბოლო ამხანაგური მატჩები ბელარუსის ნაკრებთან გამართა. გიორგი ნემსაძის შეგირდებმა ბელარუს თანატოლებთან 1 და 3 ოქტომბერს, თბილისში იასპარინგეს და ორივე შეხვედრა ერთნაირი ანგარიში 1:2 წააგეს.
დღევანდელ მატჩში საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: კუტალაძე, გიგაშვილი, ბაქრაძე, სამსონია, აზაროვი, ჩარკვიანი, მოისწრაფიშვილი, ჩოთალიშვილი, ლომთაძე, ჯანგველაძე, ქუთათელაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ბახტაძე, კაპანაძე, გელაშვილი, მექვაბიშვილი, შალიკაშვილი, ნონიკაშვილი, დავითაშვილი, გულიაშვილი, კვარაცხელია, ჭავჭანიძე.
ქართველთაგან გოლი გიორგი ლომთაძემ გაიტანა.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი 24-30 ოქტომბერს თბილისში ჩატარდება და საქართველოს ნაკრების მეტოქეები იტალია, მონტენეგრო და ლატვია იქნებიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
და გაანებეთ თავიი ამათი თამაშები აღარ გააშუქოთ
ქართველი მწვრთნელი არ არსებობს.ყველანი კონდომები არიან.დაივიწყეთ
მწრთვნელი ჭირდებათ
ამათი იმედი მქონდა და როგორც ჩამს სულ ტყუილად.