ფეხბურთი

18:28 | 3.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ენდი მარი: “რონალდუ და ზიდანი საუკეთესოები არიან”

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ენდი მარიმ თავისი მოსაზრება გამოთქვა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელსა და საუკეთესო მწვრთნელის დაჯილდოვებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული FIFA-მ კრიშტიანუ რონალდუს უნდა მიანიჭოს, ხოლო საუკეთესო მწვრთნელის – ზინედინ ზიდანს.

ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ის წარმატებები გაიხსენა, რომელსაც ფრანგმა სპეციალისტმა და პორტუგალიელმა მოთამაშემ ბოლო წლებში “სამეფო კლუბის” შემადგენლობაში ერთად მიაღწიეს და აღნიშნა, რომ ისინი მართლაც საუკეთესოები არიან.

შეგახსენებთ, რომ წლის საუკეთესო ფეხბურთელის კანდიდატები ლიონელ მესი (“ბარსელონა”), კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”) და ნეიმარი (“პარი სენ ჟერმენი”) არიან.

რაც შეეხება საუკეთესო მწვრთნელებს, სამეული ასე დაკომპლექტდა: მასიმილიანო ალეგრი (“იუვენტუსი”), ზინედინ ზიდანი (“რეალი”) და ანტონიო კონტე (“ჩელსი”).

თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებული 23 ოქტომბერს, ლონდონში, ფიფას გალა დაჯილდოებაზე გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115292