ფეხბურთი

15:06 | 3.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარის მამა: “მესი, პიკე, სუარესი და რაკიტიჩი ნეიმარს დარჩენას სთხოვდნენ”

“პარი სენ ჟერმენის” ბრაზილიელი თავდამსხმელის ნეიმარის მამა, რომელიც ფეხბურთელის აგენტიც გახლავთ, ამბობს, რომ მისი შვილის გადაწყვეტილება პარიზულ კლუბში გადასვლასთან დაკავშირებით მოულოდნელი იყო.

“ნეიმარის გადაწყვეტილება პსჟ-ში გადასვლის თაობაზე ჩემთვის სიურპრიზი იყო. მე ვუთხარი, რომ ის “ბარსელონაში” თუ დარჩებოდა, უკეთესი იქნებოდა. მისი მეგობრები: მესი, სუარესი, რაკიტიჩი და პიკე შეეცადნენ გადაერწმუნებინათ, თუმცა მან დარჩენას გადასვლა ამჯობინა, რადგან ახალი გამოწვევები მიეღო” - აცხადებს ნეიმარის მამა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელის ტრანსფერი პარიზულ კლუბს 222 მილიონი ევრო დაუჯდა და ნეიმარი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.

0.131568