ფეხბურთი

13:05 | 3.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბეილი საქართველოს ნაკრებთან მატჩს გამოტოვებს

უელსის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” შემტევი გარეთ ბეილი საქართველოსთან და ირლანდიასთან ოქტომბრის სანაკრებო მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. უელსის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ფეხბურთელი ტრავმის გამო ეროვნული გუნდის განაცხადში არ შეიყვანა.

ბეილმა ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში “ესპანიოლის” წინააღმდეგ გამართული შეხვედრაც (2:0) გამოტოვა და როდის შეძლებს მოედანზე დაბრუნებას, ჯერჯერობით უცნობია.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველოსა და უელსის ნაკრებთა მატჩი 6 ოქტომბერს, თბილისში, “დინამო არენაზე” გაიმართება, ირლანდიის ნაკრებს კი უელსელები 9 ოქტომბერს საკუთარ მოედაზე დაუხვდებიან.

0.110572