სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

12:16 | 3.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

პიკეს მიმართ ქომაგთა აგრესიამ ესპანეთის ნაკრების ვარჯიში ჩაშალა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ვარჯიში, რომელიც ორშაბათს, მადრიდში უნდა ჩატარებულიყო, ჟერარ პიკეს მიმართ შეურაცხმყოფელი შეძახილებისა და სტვენის გამო ჩაიშალა. გულშემატკივართა აგრესიის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ “ბასელონას” 30 წლის მცველმა კატალონიის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი.

გუნდის ვარჯიშის დროს შეკრებილი “ფურია როხას” გულშემატკივრები შეურაცხმყოფელი ბანერებითა და შეძახილებით ნაკრებიდან პიკეს წასვლას მოითხოვდნენ.

შექმნილი სიტუაციის გამო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იულიან ლოპეტეგმა საწვრთნელი პროცესი დაწყებიდან 23 წუთში შეწყვიტა. თავად ფეხბურთელმა კი კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის მზადაა ნაკრები დატოვოს.

“მე წავალ ესპანეთის ნაკრებიდან, თუ ამას საჭიროება მოითხოვს, ის ვთქვი, რაც აუცილებელი იყო”, - ამბობს პიკე.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.113894