ფეხბურთი

11:18 | 3.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

მიუნხენში ტუხელის ხასიათი აეჭვებთ

მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელობას გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ტომას ტუხელის მიწვევა ვერ გადაუწყვეტია. როგორც kicker-ი იტყობინება, გერმანული გრანდის მმართველები ტუხელის პროფესიონალურ შესაძლებლობებს ეჭვის ქვეშ არ აყენებენ, თუმცა მისი ხასიათის გამო იკავებენ თავს.

44 წლის გერმანელმა სპეციალისტმა გასული სეზონის ბოლოს დორტმუნდის “ბორუსია” კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო დატოვა და სწორედ ამის გათვალისწინებით ფრთხილობენ მიუნხენში. ცნობილი ხდება, რომ “ბაიერნმა” რჩევისთვის “ბორუსიას” სპორტულ დირექტორ მიხაელ ცორკს მიმართა.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც “ბაიერნმა” მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან კარლო ანჩელოტი დაითხოვა, გუნდს დროებით ვილი სანიოლი თავკაცობს.

0.119762