ფეხბურთი

23:35 | 2.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი დასვენებას აპირებს

მიუნხენის “ბაიერნიდან” გათავისფლების შემდეგ კარლო ანჩელოტი სამწვრთნელო ასპარეზზე პაუზის აღებას გეგმავს. როგორც გამოცდილმა იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, უახლოეს მომავალში მუშაობის განახლებას არ გეგმავს.

“მომდევნო 10 თვის განმავლობაში დავისვენებ. ამ პერიოდში მუშაობას არ ვაპირებ”, - აღნიშნა ანჩელოტიმ, რომელიც ამჟამად ისრაელში იმყოფება და მონაწილეობას იღეს საქველმოქმედო პროექტში “დახმარება მშვიდობისთვის”.

შეგახსენებთ, კარლო ანჩელოტი მიუნხენის “ბაიერნიდან” რამდენიმე დღის წინ დაითხოვეს. იტალიელი მაშინვე დაუკავშირეს “მილანს” და ჩინურ გუნდებს, თუმცა როგორც ჩანს, ანჩელოტის ამ ეტაპზე დასვენება ურჩევნია.

0.129085