ფეხბურთი

13:09 | 2.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჟერარ პიკე: “თუ ჩემში პრობლემას ხედავენ, ესპანეთის ნაკრებიდან წავალ”

კატალონიის “ბარსელონას” მცველი ჟერარ პიკე ესპანეთის ნაკრების დატოვებას არ გამორცხავს. 30 წლის მცველი თქმით, თუ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები მოისურვებენ, იგი სანაკრებო კარიერას დაასრულებს.

“მე ვარ კატალონელი და ძალიან ვამაყობ ჩემი ხალხით. თუმცა, ესპანეთის ნაკრებში თამაშის გაგრძელებისთვის მზად ვარ, რადგან ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია ისეთი, რომელიც არ ემხრობა იმ ქმედებას, რაც ხდება და მხარს უჭერს დემოკრატიას.

თუმცა, თუ ხელმძღვანელობა ჩემში პრობლემას ხედავს, მზად ვარ ესპანეთის ნაკრები დავტოვო მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატამდე”, - აღნიშნა თვალცრემლიანმა პიკემ.

ჟერარ პიკეს ესპანეთის ნაკრებში დებიუტი 2009 წელს ჰქონდა და იქედან მოყოლებული 91-ჯერ დაიცვა “ფურია როხას” ღირსება (5 გოლი). გახდა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი. აღსანიშნავია, რომ პიკეს 9 შეხვედრა კატალონიის ნაკრებშიც აქვს ჩატარებული.

აქვე გეტყვით, რომ გუშინ გამართულ რეფერენდუმში მონაწილეობა პიკემაც მიიღო და არჩევანი კატალონიის დამოუკიდებლობის სასარგებლოდ გააკეთა.

0.11239