თამაშგარე

10:43 | 2.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ები კლენსის ზაფხული

რახანია არაფერი დაგვიწერია ვეტერანი ინგლისელი შემტევის, ინგლისის ნაკრების ყოფილი წევრის, პიტერ კრაუჩის ეპატაჟურ ცოლზე, მოდელ ები კოლენსიზე, რომელიც თქვენც კარგად მოგვეხსენებათ, რომ ფრიად მაზალო ვინმეა და ფერადი ჟურნალების ყდებზე გამოჭიმვა მისი ცხოვრების ნაწილია...

ები კლენსის მივიწყების მიზეზი თავად ები იყო, რომელმაც ამ ბოლო დროს გვარიანად მოუკლო თავაშვებულ წვეულებებში მონაწილეობას, თუმცა ისეც ნუ ჩავთვლით, რომ ები კლენსი “აზრზე მოვიდა“, წლები მოემატა და ამ გადარეული ქალისგან დინჯი და მაყოლი დიასახლისი მივიღეთ. გარწმუნებთ - ეს არასოდეს მოხდება!

როგორც ჩანს, მშვიდი დასვენება ები კლენსისთანა გადარეულ ადამიანებსაც უყვართ და ბრიტანეთის ბულვარულმა მედიამ მხოლოდ ის დაადგინა, რომ თითქმის მთელი გასული ზაფხულის განმავლობაში ები კლენსი ხან ქმართან ერთად, ხან კი სრულაიდ მარტო, კუნძულ მალიორკაზე იყო მზის ქვეშ წამოდრანგული. წამოდრანგვა კი იცოცხლეთ -კარგი იცის!...

0.130883