ფეხბურთი

23:33 | 1.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

“დილა” საშიშ ზონას დაუსხლტა

გორის “დილამ” ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო. გიორგი დარასელიას გაწვრთნილებმა ამჯერად საჩხერის “ჩიხურას” სძლიეს – 1:0.

ერთადერთი გოლი მე-15 წუთზე ირაკლი ძარიამ გაიტანა. თენგო წიქარიძემ შორიდან დაარტყა, მეკარე დინო ჰამზიჩმა უხერხულად მოიგერია და დამატებაზე ძარიამ იმარჯვა.

“დილა” დაშორდა საშიშ ზონას. გორელები მეშვიდეზე არიან და ხუთი ქულით უსწრებენ ბათუმის “დინამოს”.

ეროვნული ლიგა. 28-ე ტური

გორი. თენგიზ ბურჯანაძე

დილა (გორი) – ჩიხურა (საჩხერე) 1:0 (1:0)

დილა: მუჯრიშვილი, მაჩაიძე, კვახაძე, ალიუ, კირკიტაძე, მორასი, ძარია, რაზმაძე, ნონიკაშვილი (ნუბიო 81), წიქარიძე (პედრინიო 81), ფანცულაია (გოგატიშვილი 56)

მწვრთნელი: გიორგი დარასელია

ჩიხურა: ჰამზიჩი, კაშია, თორნიკე გრიგალაშვილი, მირცხულავა, კორიფაძე, დობროვოლსკი, გორგიაშვილი (ფონიავა 76), დეკანოიძე (ტატანაშვილი 65), სარდალიშვილი, ივანიშვილი, გაბედავა

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გოლი: 1:0 ძარია (15)

გაფრთხილება: პედრინიო – კორიფაძე

მსაჯი: ყრუაშვილი

0.115683