ძიუდო

16:41 | 1.10.2017 | ნანახია 4567 - ჯერ

ვარლამ ლიპარტელიანი რეპეშაჟის ფინალშია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) ზაგრების გრან პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. რეპეშაჟის ფინალში ევროპის 3-გზის ჩემპიონი ქართველი ძიუდოისტი აზერბაიჯანელ ელხან მამადოვს დაუპირისპირდება.

ძირითად ბადეში ლიპარტელიანმა სამი შეხვედრა ჩაატარა. საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და ნაცნობ მეტოქეს – იაპონელ დაიკი ნიშიამას აჯობა. მეოთხედფინალში კი პორტუგალიელ ჟორჟე ფონსეკასთან დამარცხდა და რეპეშაჟის ნახევარფინალში გადაერთო, სადაც ლატვიელ ევგენის ბოროდავკოს სძლია.

ვარლამ ლიპარტელიანი და ელხან მამადოვი ერთმანეთს აქამდე ოთხჯერ დასჭიდებიან და საერთო ანგარიშია 2:2. ბოლო ბრძოლა ერთი თვის წინ, ბუდაპეშტში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში შედგა და ლიპარტელიანის გამარჯვებით დასრულდა.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:44 | 01.10.2017
federer (17) (15576)

ადამას პაროდისტი გამოჩნდა რა იღბლიანია რო ფინალში ვერ გავიდა თორე იქ უკვე პრაგმატულ ტედის ვეღარ ვიხილავდით

20:43 | 01.10.2017
federer (17) (15576)

ოქრო რო აეღო ლიპოს რეიტინგის სათავეში მოექცეოდაა
ახლა მგონი მესამეზე გადაინაცვლებს

17:47 | 01.10.2017
federer (17) (15576)

იმედია აიღებს ბრინჯაოს მედალს და რეიტინგში წაიწევს წინ

17:34 | 01.10.2017
ogafa (10220)

წარმატებები ვარლამს

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.08231
სარეკლამო ადგილი - 99
X x X