ფეხბურთი

16:09 | 1.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბეილის თბილისში ჩამოსვლის შანსი მცირდება

6 ოქტომბერს თბილისში საქართველო-უელსი გაიმართება და დიდი შანსია, სტუმრებს მთავარი ვარსკვლავი გამოაკლდეთ: გარეთ ბეილს კუნთი აწუხებს.

ბეილის ტრავმაზე რამდენიმე დღის წინ ვწერდით, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ უელსელი ვერ ითამაშებს “ესპანიოლთან” ლა ლიგის შეხვედრაში.

“რეალის” მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა კი ასეთი კომენტარი გააკეთა ბეილის საკითხზე:

“არა მგონია, “რეალსა” და უელსის ფეხბურთის ასოციაციას შორის რაიმე პრობლემა იყოს. წავა თუ არა ბეილი ნაკრებში სათამასოდ, ეს მის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული”.

0.12599