ფეხბურთი

13:49 | 12.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "მესის შეურაცხმყოფელი სახელით არ მოვიხსენიებ"

ესპანელი ჟურნალისტი გილემ ბალაგე საკუთარ წიგნში სახელწოდებით "მესი" აღნიშნავს, რომ მადრიდის "რეალის" და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ არგენტინელ ვარსკვლავს ლიონელ მესის შეურაცხმყოფელი სახელით მოიხსენიებს და "ბარსელონას" შემტევს სახელი შეულახა.

თავად კრიშტიანუმ "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე აღნიშნული ბრალდება უარყო და შესაძლოა ბალაგეს სასამართლოს წინაშე მოუწიოს წარდგომა.

"მტკიცების თანახმად, მესის შეურაცხყოფას ვაყენებ, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და ჩემი ადვოკატები შეეეცდებიან ამ სიტყვების გამავრცელებელს პასუხისმგებლობა დააკისრონ. ყველა ჩემ პროფესიონალ კოლეგას პატივს ვცემ და მესი გამონაკლისი არაა," - განაცხადა რონალდუმ.

უკვე დიდი ხანია, რაც ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ მსოფლიო მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება. მაგალითად, 2013 წლის “ოქროს ბურთის” დაჯილდოების შემდეგ რუდ გულიტმა აღნიშნა, რომ არგენტინელი და პორტუგალიელი ერთამანეთს ცივად მიესალმნენ. თუმცა იმავე ღონისძიების შემდეგ საპირისპიროს ამტკიცებდნენ ანდრეს ინიესტა, ვისენტე დელ ბოსკე და პეპ გვარდიოლა. ისინი ამბობდნენ, რომ თვითმხილველები გახდნენ თუ როგორ გადაეხვივნენ ფეხბურთელები ერთმანეთს და როგორ მოიკითხეს გულთბილად.

0.114963