ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში წინასასეზონო შეხვედრები დაიწყო. ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტი” შინ “დენვერთან” 102:108 დამარცხდა.
ზაზა სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 12 წუთი დაჰყო, ამ დროში ქართველმა ცენტრემა გუნდს 6 ქულა, 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი შესძინა. ზაზამ 4-დან ორი ორქულიანი და 2-დან ორი საჯარიმო სროლა ჩააგდო.
რაც შეეხება შეხვედრას, მატჩი ამხანაგური იყო აქედან გამომდინარე “გოლდენ სტეიტის” თავკაცმა 18 კალათბურთელი ათამაშა. მატჩში ყველაზე მეტი 22 ქულა პოლ მილსაპმა ჩააგდო, რომელსაც 11 მოხსნაც ჰქონდა. “მეომრებში” 11 ქულა კარის ჰქონდა, 10-10 ქულით დურანტი ტომპსონი გამოირჩნენ.