საქართველოს ეროვნული ნაკრების და "სან ხოსე ერსქვიქსის" შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა MLS-ში ერთ-ერთი ლიდერის "პორტლენდ ტიმბერსის" წინააღმდეგ გოლი გაიტანა. 24 წლის ფეხბურთელმა მე-16 წუთზე მარცხენა ფლანგიდან მოხდენილი დარტყმით გამოიჩინა თავი. საბოლოოდ ვაკოს გუნდმა შინ 2:1 იმარჯვა.
ქართველმა ფეხბურთელმა ამერიკაში უკვე მეოთხე გოლი გაიტანა. ყაზაიშვილმა ამავდროულად ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. ვაკოს გუნდი დაქსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზე იმყოფება და პლეი-ოფში მოხვედრის შანსი აქვს.