ფეხბურთი

10:40 | 1.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ბერიძის მორიგი გოლი სლოვაკეთში

სლოვაკეთის ფორტუნა ლიგაში მორიგი გოლი გაიტანა გიორგი ბერიძემ. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემტევმა თავი მე-11 ტურში, "ტრენჩინისა" და "ზლატე მორავცეს" მატჩში გამოიჩინა. აღნიშნული თამაში მასპინძლებმა 3:0 მოიგეს, ხოლო გიორგიმ 78-ე წუთზე სტუმართა რბევას წერტილი დაუსვა.

ბერიძემ შეუცვლელად ითამაშა. ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე 10 შეხვედრაში 4 გოლია, მათ შორის სამი ბურთი უკანასკნელ ორ მატჩში გაიტანა. აქვე გეტყვით, რომ "ზლატე მორავცეს" თბილისის "დინამოს" ყოფილი თავკაცი იურაი იარაბეკი უდგას სათავეში.

"ტრენჩინს 11 ტურის შემდეგ 15 ქულით მეექვსე პოზიცია უკავია.

0.109135