ფეხბურთი

22:52 | 30.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდის" + 5

გერმანიის ბუნდესლიგაში წარმატებულ თამაშს აგრძელებს დორტმუნდის “ბორუსია”. პეტერ ბოშის გუნდმა შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მარცხი მალევე დაივიწყა.

აუგსბურგში გამარჯვება ადვილი სულაც არაა. “დორტმუნდმა” კი ეს შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ოფლის დაღვრა მოუწია. ყველაფერი პირველ ტაიმში გადაწყდა. ანდრეი იარმოლენკოს გოლი მალევე კაიუბიმ გაქვითა, მაგრამ იაპონელი შინჯი კაგავას ფანტასტიკურმა მოქმედებამ ყველაფერი “ყვითლების” სასარგებლოდ გადაწონა – აზიელმა მართლაც ზღაპრული სილამაზის გოლი შეაგდო და ეს 3 ქულის მომტანი აღმოჩნდა. ამჯერად ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე პიერ-ემერიკ ობამეიანგი. გაბონელმა ბევრი საგოლე მომენტი გაანიავა და ბოლოს თერთმეტრიანიც ვერ შეაგდო. თუმცა, “დორტმუნდმა” მაინც მოიგო და კონკურენტებთან უპირატესობა ხუთ ქულამდე გაზარდა. ოღონდ, “ბაიერნსა” და “ჰოფენჰაიმს” მეშვიდე ტურის მატჩები ჯერ კიდევ სათამაშო აქვთ.

დღეს გამართული სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია “ჰანოვერის” პირველი მარცხი. ანდრე ბრაიტენრაიტერის გუნდი სტუმრად “გლადბახთან” ვერ გახდა ვერაფერს – 1:2. სხვათა შორის, ეს მარცხი ბუნდესლიგაში წელს დაბრუნებული “ჰანოვერისთვის” პირველია. შეიძლებოდა არც წაეგოთ სტუმრებს, მაგრამ ბოლო წუთზე ტორგენ აზარმა პენალტით გამარჯვება “ბორუსიას” მოუტანა.

ასეთივე ანგარიშით აჯობა “აინტრახტმა” შინ “შტუტგარტს”. ორ შეხვედრაში გამარჯვებული ვერ გაირკვა: თი “ვოლფსბურგმა” და “მაინცმა” გოლები გაცვალეს, “ჰამბურგი” და “ვერდერი” უგოლოდ გაიყარნენ.

“აუგსბურგი” – “დორტმუნდი” 1:2 (1:2)

გოლები: 0:1 იარმოლენკო (4), 1:1 კაიუბი (11), 1:2 კაგავა (23)

“აინტრახტი” – “შტუტგარტი” 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 რებიჩი (42), 1:1 ტეროდე (61), 2:1 ჰალერი (90)

“ვოლფსბურგი” – “მაინცი” 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 გილავოჯი (55), 1:1 მუტო (74)

“გლადბახი” – “ჰანოვერი” 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 გინტერი (67), 1:1 ჰარნიკი (71), 2:1 აზარი (90)

“ჰამბურგი” – “ვერდერი” 0:0 (0:0)

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114641