იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასკვნითი ორი მატჩის ცნობილია. ჯამპიერო ვენტურამ “სკუადრა აძურაში” 25 ფეხბურთელს უხმო, თუმცა სიურპრიზების გარეშე.
იტალიის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”), ჯანლუიჯი დონარუმა (“მილანი”), მატია პერინი (“ჯენოა”)
მცველები: დავიდე ასტორი (“ფიორენტინა”), ანდრეა ბარძალი (იუვენტუსი”), ლეონარდო ბონუჩი (“მილანი”), ჯორჯო კიელინი (“იუვენტუსი”), დანილო დ’ამბროზიო (“ინტერი”), მატეო დარმიანი (“მანჩესტერი”, ინგლისი), დანიელე რუგანი (“იუვენტუსი”), ლეონარდო სპინაცოლა (“ატალანტა”)
ნახევარმცველები: დანიელე დე როსი (“რომა”), მარკო პაროლო (“ლაციო”), ლორენცო პელეგრინი (“რომა”), მარკო ვერატი (პსჟ, საფრანგეთი), სიმონე ვერდი (“ბოლონია”), ანტონიო კანდრევა (“ინტერი”)
თავდამსხმელები: ფედერიკო ბერნარდესკი (“იუვენტუსი”), სტეფან ელ შაარავი (“რომა”), ლორენცო ინსინიე (“ნაპოლი”), ანდრეა ბელოტი (“ტორინო”), ედერი (“ინტერი”), მანოლო გაბიადინი (“საუთჰემპტონი”, ინგლისი), ჩირო იმმობილე (“ლაციო”)
იტალია 6 ოქტომბერს მაკედონიის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო სამ დღეში სტუმრად ალბანეთს დაუპირსპირდება. “სკუადრა აძურას” მუნდიალის საგზურისთვის ბრძოლა პლეი-ოფში მოუწევს, რომელიც ნოემბერში გაიმართება.