ფეხბურთი

19:30 | 30.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივი" - ისევ დიდი ანგარიშით

თბილისის "ლოკომოტივმა" ზედიზედ მეორედ მოიგო 3:0. წინა ტურში საჩხერის "ჩიხურასთან", ამჯერად კი - ბათუმის "დინამოსთან". ამ გამარჯვებით, გიორგი დევდარიანის გუნდს სამეულში შესვლის რეალური შანსი გაუჩნდა, რადგან "სამტრედიასთან" სხვაობა მხოლოდ 4 ქულა დარჩა.

მატჩის ბედი პირველ ტაიმშივე გადაწყდა: ჯერ გიორგი რეხვიაშვილის გრძელი და გამოზომილი პასის შემდეგ, ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა ირაკლი სიხარულიძემ საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დაარტყა - 1:0; კუთხური, ისევ რეხვიაშვილის საგოლე გადაცემა (ამჯერად თავით) და მამუკა კობახიძეს ახლოდან გააქვს - 2:0; გიორგი გოროზია აწვდის, სიხარულიძემ კარგად დაუგდო ბურთი გეგა დიასამიძეს და მანაც მშვენივრად შეასრულა დარტყმა - 3:0.

საკმაოდ სუსტია ბათუმის "დინამო" და უნდა იბრძოლოს მე-7 ადგილისთვის, თორემ მერვეადგილოსანს პლეი-ოფში თამაში მოუწევს ეროვნულ ლიგაში დასარჩენად.

ეროვნული ლიგა. 28-ე ტური

თბილისი. “მიხეილ მესხი”

ლოკომოტივი (თბილისი) - დინამო (ბათუმი) 3:0 (3:0)

ლოკომოტივი: რ. თევდორაძე, ღონღაძე, კობახიძე, რეხვიაშვილი, უბილავა, სამურკასოვი (ჭანტურია 62), გვალია, გოროზია (ქურდაძე 69), ნ. ქავთარაძე, დიასამიძე, სიხარულიძე (კიკაბიძე 46)

მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

დინამო ბთ: ტიმოფეევი, ფარტენაძე, მგელაძე, ტვილდიანი, შონია, ე. გრიგალაშვილი, არზიანი, გ. ქავთარაძე (ვ.თევდორაძე 67), ჩოგაძე (კვანტალიანი 55), მარცვალაძე, კვასოვი (ფლამარიონი 75)

მწვრთნელი: კონსტანტინ ფროლოვი

გოლები: 1:0 სიხარულიძე (1), 2:0 კობახიძე (10), 3:0 დიასამიძე (37)

გაფრთხილება: კობახიძე - არზიანი

მსაჯი: ხორავა

ვანო ხუციშვილი

0.129312