ფეხბურთი

15:02 | 30.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

სხვა ლეგენდები სოციალურ ქსელში თბილისური ემოციების შესახებ

საქართველოში სტუმრობა არ გამორჩენიათ კევინ კურანის, მასიმო ოდოსა და ივან რამირო კორდობას. მათი სოციალური ქსელის ერთგვარ მიმოხილვას გაერთიანებულად გთავაზობთ.

გერმანელი ფორვარდი თავის ოფიციალურ გვერდზე ფოტოკოლაჟს აქვეყნებს სათაურით "მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის - საქველმოქმედო მატჩი".

მილანის "ინტერის" ლეგენდარული მცველი ივან კორდობა კი წერს: "ბედნიერი ვარ საქართველოსთვის თამაშისთვის. მადლობა კახა კალაძეს მოწვევისთვის".

ბოლო ერთი დღის განმავლობაში ყველაზე დიდი აქტიურობით მასიმო ოდო გამოირჩა. იტალიელის გვერდზე რამდენიმე პოსტს ვხვდებით. თავდაპირველად მასიმო აქვეყნებს ფოტოს თვითმფრინავიდან და წერს: "თბილისში ვართ. სულ მალე მოედანზე შევხვდებით".

შემდეგ უკვე თბილისში, სასტუმროში გადაღებულ ფოტოს ასე ასათაურებს: "სრული ჯგუფი. შეგიძლიათ მიპოვოთ?".

მასიმო თამაშის დაწყებამდეც აქვეყნებს ფოტოს სოციალურ ქსელში ბრაზილიელ კაფუსთან ერთად: "რამდენ კილომეტრს გაირბენს ფლანგზე ჩემი მეგობარი?".

ამას მოჰყვა ლუკა ტონისთან ერთად გადაღებული ფოტო რესტორნიდან, წარწერით "დუბლის ავტორი და "ფაქტობრივად გოლის" ავტორი. რომელი რომელია?".

დაბოლოს, თამაშის შემდეგ დაპოსტა: "რამდენად გაერთეთ? მსოფლიოს ვარსკვლავების გუნდი 6:5 გამარჯვების შემდეგ. მადლობა კახა კალაძე მოწვევისთვის".

0.223544