ფეხბურთი

12:57 | 30.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

რივალდო: "შესანიშნავი იყო, დიდი მადლობა საქართველოს"

თბილისში გამართული საქველმოქმედო მატჩის შემდეგ ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რივალდო სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც სწორედ თბილისური მატჩის შესახებ საუბრობს.

რივალდო მადლობა უხდის სტადიონზე მოსულ გულშემატკივრებს, ორგანიზატორებს და აღნიშნავს, რომ ყველაფერი შესანიშნავი იყო:

“ეს იყო ჩემი გუნდი საქართველოში. რა ადვილია მათთან ერთად თამაში. შესანიშნავი იყო თითქმის 60 ათასამდე გულშემატკივრის წინაშე თამაში, დიდი მადლობა”, - წერს ლეგენდარული ბრაზილიელი სოციალურ ქსელში.

ხსენებულ მატჩში მსოფლიოს ნაკრებმა გაიმარჯვა (6:5). გოლის გატანა პირველ ტაიმში რივალდომაც მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131172