მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ მას ახალი კონტრაქტის ფარგლებში მესისთან და ნეიმართან მიახლოებული ხელფასის მიღება სურს.
AS-ის ინფორმაციით, პორტუგალიელი აპირებს, კლუბს კონტრაქტის გაგრძელების დროს ულტიმატუმი წაუყენოს. რონალდუს წელიწადში გადასახადების გარეშე 30-40 მილიონი ევროს მიღება სურს.
“სამეფო კლუბის” ხელმძღვანელები, თავის მხრივ, მზად არიან, 32 წლის მოთამაშეს ხელფასი გაუზარდონ, თუმცა, მხოლოდ 25 მილიონ ევრომდე. დღეს კი რონალდუ 21 მილიონს გამოიმუშავებს.