“კლივლენდ კავალიერსის” ლიდერ ლებრონ ჯეიმსს მარცხენა ფეხის ტრავმა აქვს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცლებს. წყაროს ცნობით, ლებრონმა დაზიანება ვარჯიშის დროს მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, ტრავმა სერიოზული არ არის, თუმცა “მეფეს” პირველი წინასასეზონო შეხვედრის გამოტოვება მოუწევს, რომელიც 4 ოქტომბერს “ატლანტა ჰოქსთანაა” ჩანიშნული.
მთელი კარიერის განმავლობაში ლებრონს სერიოზული ტრავმა არასოდეს ჰქონია.