ფეხბურთი

10:34 | 29.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ლეგიონი ევროპა ლიგაზე

ევროპა ლიგის მეორე ტურში მოედანზე ვიხილეთ ქართველებიც: სოლომონ კვირკველია, გურამ კაშია და ჯაბა ჯიღაური.

კვირკველიას “ლოკომოტივმა” ჯგუფურ ეტაპზე პირველი მატჩი მოიგო. “რკინიგზელებმა” მოსკოვში “ჟლინი” ადვილად დაამარცხეს მანუელ ფერნანდეშის ჰეთ-თრიქით (3:0).

ქართველი ფეხბურთელი ტრადიციულად მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად, მაღალ დონეზე გაისარჯა. “ლოკომოტივი” 4 ქულით ჯგუფში ლიდერია და სხვათა შორის, გოლიც არ გაუშვია.

სამაგიეროდ, უქულოდ ასპარეზობს გურამ კაშიას “ვიტესი”. ჰოლანდიური გუნდი საფრანგეთში, “ნიცასთან” დამარცხდა უშანსოდ – 0:3. “ვიტესის” ქართველი კაპიტანი 90 წუთი გაისარჯა. “ვიტესს” ორ ტურში ორი მარცხი აქვს. საერთოდ, აქ თითქმის ყველაფერი გარკვეულია: “ლაციო” და “ნიცა” 6-6 ქულით ლიდერობენ.

დამარცხდა ჯაბა ჯიღაურის “ვარდარიც” – მაკედონიის ჩემპიონი ნორვეგიულ “რუსენბორგთან” სტუმრად ვერაფერს გახდა (1:3). ჯიღაურმა 90 წუთი ითამაშა და 41-ე წუთზე ყვითელ ბარათი მიიღო. “ვარდარი” ორი ტურის მერე 0 ქულით ბოლო ადგილზეა.

“ბატეს” შემადგენლობაში ისევ არ ჩანს ვაკო გვილია. ქართველო ბოლო დროს განაცხადშიც ვერ ხვდება. ასე იყო ლონდონის “არსენალთან” მატჩშიც. მის გარეშე კი, ბელარუსებმა სახლში ინგლისურ გუნდთან ვერაფერი გააწყვეს – 2:4. “ბატეს” 1 ქულა აქვს და მესამე პოზიციას იკავებს.

0.204541