ფეხბურთი

23:36 | 28.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფრანჩესკო ტოტი: "თბილისის მიმართულებით, მოედანზე ვბრუნდები"

თბილისში გასამართი საქველმოქმედო მატჩის ჩატარებამდე ვარსკვლავები საქართველოს მიმართულებით დაიძრნენ. ლეგენდარული იტალიელი ფრანჩესკო ტოტი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ მოედანზე ბრუნდება:

“თბილისის მიმართულებით, მოედანზე ვბრუნდებით. ავტობუსი სწორადაა შერჩეული”, - წერს ფრანჩესკო.

სავარაუდოდ ფრანჩესკომ ავტობუსის სისწორეში ის იგულისხმა, რომ მას 10 ნომერი ამშვნებს. ციფრი, რომელიც ტოტის კარიერას უკავშირდება.

იქამდე, სანამ ტოტი განათავსებდა პოსტს ტვიტერში, ბრაზილიელი რივალდოც გამოირჩა სტატუსით:

“ახლა ფრანკფურტში ვარ, მალე მილანში ვიქნები. ხვალ კი, ღვთის წყალობით საქართველოში ჩავალ”, - დაწერა რივალდომ.

შეგახსენებთ, საქველმოქმედო მატჩი 29 სექტემბერს, “დინამო არენაზე” 21:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.349468