29 სექტემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, საქველმოქმედო მატჩი გაიმართება. შეხვედრა სახელწოდებით„მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“ თბილისში, „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება. საქველმოქმედო თამაშისბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.
უკვე ცნობილია გუნდების შემადგენლობა, რომლებიც საქველმოქმედო შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას. მათ ოტო რეჰაგელი დაალექსანდრე ჩივაძე უხელმძღვანელებენ.
„GFF XI”
მეკარეები: კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი
მცველები: ივან კორდობა, კაფუ, ჯუზეპე ფავალი, ალესანდრო კოსტაკურტა, კახა კალაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, ალექსანდრეამისულაშვილი, კახაბერ ცხადაძე
ნახევარმცველები: ზვონიმირ ბობანი, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, გოჩა ჯამარაული, გიორგიდემეტრაძე, ლევან ცქიტიშვილი
თავდამსხმელები: ანდრეი შევჩენკო, ერნან კრესპო, კევინ კურანი, მიხეილ ყაველაშვილი
„მსოფლიოს XI”
მეკარეები: სებასტიან ფრეი, დიდა
მცველები: პაოლო მალდინი, მაურო ტასოტი, მასიმო ოდო, ვინსენ კანდელა, დარიო შიმიჩი, პიეტრო ვიერხოვოდი. ენრიკო ანონი, მიჩელსალგადო
ნახევარმცველები: ხავიერ ძანეტo, იბრაჰიმ ბა, მასიმო ამბროზინი, დინო ბაჯო, ლუიჯი დი ბიაჯო, მარეკ იანკულოვსკი, ანჯელო დილივიო, ბენიტო კარბონე
თავდამსხმელები: რივალდო, ლუკა ტონი, ფრანჩესკო ტოტი, მარკო დელვეკიო
მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია TKT.GE-ზე და დინამო არენას სალაროებში მიმდინარეობს (11:00 საათიდან 21:00 საათისჩათვლით). შეგახსენებთ, რომ ბილეთი სჭირდება ყველა გულშემატკივარს.
მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: საქველმოქმედო მატჩის აკრედიტაციის მიღება შეგიძლიათ მატჩის დღეს "დინამოარენაზე" 13:00-დან 15:00 საათამდე. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სფფ-ის პრესსამსახურს.
მატჩის პარტნიორები არიან: ვი-თი-ბი ბანკი და ლუდი აისი, ხოლო სპონსორები - თეგეტა-მოტორსი, სოკარი, ბორჯომი, ევექსი და M2.შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ.
GFF.GE